მობილური ტელეფონების კონფიდენციალურობის ანალიზი

English

მობილური ტელეფონები გახდა კომუნიკაციის ჩვეულებრივი და ძირითადი ხელსაწყოები - ახლა ისინი გამოიყენება არა მხოლოდ სატელეფონო ზარებისთვის, არამედ ინტერნეტზე წვდომისთვის, ტექსტური შეტყობინებების გასაგზავნად და სამყაროს დოკუმენტირების მიზნით.

სამწუხაროდ, მობილური ტელეფონები ნაგულისხმევად არ იყო შექმნილი კონფიდენციალურობისა და უსაფრთხოებისთვის. ისინი არა მხოლოდ ცუდად იცავს თქვენს კომუნიკაციებს, ასევე ზრდის თქვენს მოწყვლადობას ახალი ტიპის თვალთვალის რისკების მიმართ, განსაკუთრებით მდებარეობის მიდევნების თვალსაზრისით.  მობილური ტელეფონების უმეტესობა მომხმარებელს გაცილებით ნაკლები კონტროლის საშუალებას აძლევს, ვიდრე პერსონალური დესკტოპი ან ლეპტოპი; უფრო რთულია ოპერაციული სისტემის ჩანაცვლება, საზიანო პროგრამის შეტევების გამოძიება, არასასურველი სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის ამოშლა ან ჩანაცვლება და უფრო რთულია ხელი შეუშალო მხარეებს, მაგალითად, მობილურ ოპერატორს, აკონტროლოს, თუ როგორ იყენებთ მოწყობილობას. გარდა ამისა, მოწყობილობის შემქმნელმა შეიძლება გამოაცხადოს თქვენი მოწყობილობა მოძველებულად და შეწყვიტოს პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების მოწოდება, მათ შორის უსაფრთხოების შესწორებების; ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა აღარ გქონდეთ შესაძლებლობა მიმართოთ ვინმეს პრობლემის გადასაწყვეტად.

ზოგიერთი ასეთი პრობლემის გადაწყვეტა შესაძლებელია მესამე მხარის კონფიდენციალურობის დაცვის პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენების მეშვეობით, მაგრამ ზოგიერთის — შეუძლებელია. აქ ჩვენ აღვწერთ რამდენიმე ხერხს, რომელთა მეშვეობითაც ტელეფონები ხელს უწყობს თვალთვალს და ხელყოფს მათი მომხმარებლების კონფიდენციალურობას.

  1. მობილური ტელეფონები: მდებარეობის მიდევნება

  2. მობილური ტელეფონები: ჯაშუშობა მობილურ კომუნიკაციებზე

  3. მობილური ტელეფონები: ტელეფონის კომპონენტები და სენსორები

  4. მობილური ტელეფონები: საზიანო პროგრამა