მობილური ტელეფონები: ჯაშუშობა მობილურ კომუნიკაციებზე

English

ბოლო რედაქცია: 5-6-2021

 ჯაშუშობა მობილურ კომუნიკაციებზე

მობილური ტელეფონების ქსელები თავდაპირველად არ იყო შექმნილი ტექნიკური საშუალებების გამოსაყენებლად აბონენტების ზარების მოსმენისგან დასაცავად. ეს იმას ნიშნავდა, რომ ნებისმიერს, ვისაც ჰქონდა სათანადო რადიომიმღები, შეეძლო ზარების მოსმენა.

დღეს, მოსმენის თავიდან აცილების მიზნით, მობილური კომუნიკაციების სტანდარტებს დაემატა დაშიფვრის ტექნოლოგიები და სიტუაცია გარკვეულწილად გაუმჯობესდა. მაგრამ ამ ტექნოლოგიებიდან ბევრი არასწორად არის შემუშავებული (ზოგჯერ მიზანმიმართულად, მთავრობის ზეწოლის გამო, რათა არ იქნას გამოყენებული ძლიერი დაშიფვრა). ისინი არათანაბრად იყო განთავსებული, ამიტომ ისინი შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ერთი ოპერატორისთვის, მაგრამ არ იყოს ხელმისაწვდომი მეორისთვის, ან იყოს ხელმისაწვდომი ერთ ქვეყანაში, მაგრამ არ იყოს ხელმისაწვდომი მეორეში და რიგ შემთხვევაში,  არასწორად იქნა დანერგილი. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ოპერატორები საერთოდ არ იყენებენ დაშიფვრას, ან იყენებენ მოძველებულ ტექნიკურ სტანდარტებს. ეს ნიშნავს, რომ ხშირად ჯერ კიდევ შესაძლებელია ვინმემ, ვისაც აქვს სათანადო რადიომიმღები, დაიჭიროს ზარები და ტექსტური შეტყობინებები, მათი ეთერით გადაცემისას.

ყველაზე უსაფრთხო პრაქტიკაა ვივარაუდოთ, რომ ტრადიციული ზარები და SMS ტექსტური შეტყობინებები არ არის დაცული მოსმენისგან ან ჩაწერისგან. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკური დეტალები მნიშვნელოვნად განსხვავდება ადგილიდან და სისტემიდან გამომდინარე, ტექნიკური დაცვა ხშირად სუსტია და მისი გვერდის ავლა უმეტეს შემთხვევაში შესაძლებელია.

იხილეთ „კომუნიკაცია სხვებთან“, რათა გაიგოთ როგორ გააგზავნოთ ტექსტი და ისაუბროთ უფრო უსაფრთხოდ.

სიტუაცია შეიძლება განსხვავებული იყოს, როდესაც კომუნიკაციისთვის იყენებთ უსაფრთხო საკომუნიკაციო აპებს  (ხმოვანი, თუ ტექსტური), რადგან ამ აპებს შეუძლია გამოიყენოს დაშიფვრა თქვენი კომუნიკაციების დასაცავად. ეს დაშიფვრა შეიძლება იყოს უფრო ძლიერი და შეუძლია უზრუნველყოს უფრო მნიშვნელოვანი დაცვა. დაცვის დონე, რომელსაც მიიღებთ კომუნიკაციისთვის უსაფრთხო საკომუნიკაციო აპების გამოყენებით, მნიშვნელოვნად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ აპებს იყენებთ და როგორ მუშაობს ისინი. ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, იყენებს თუ არა კომუნიკაციების აპი ბოლომდე დაშიფვრას თქვენი კომუნიკაციების დასაცავად და შეუძლია თუ არა აპლიკაციის დეველოპერს გააუქმოს ან გვერდი აუაროს დაშიფვრას.

ორი ტელეფონის ანიმაცია, რომლებიც ერთმანეთს უგზავნიან დაშიფრულ ტექსტურ შეტყობინებებს. როდესაც შეტყობინებები გადაეცემა ქსელებიდან ტელეფონებზე, შუაში მყოფი ადამიანები მხოლოდ იმას ხედავენ, რომ დაშიფრული შეტყობინებები იგზავნება (მაგრამ არა შეტყობინებების შინაარსს).